მერიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ღია და დახურულ კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ატვირთვა შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე WWW.HR.GOV.GE-ზე. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 19 აპრილი. ბრძანება
- სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მობილიზაციის განყოფილების მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ბავშვის ფსიქოლოგი);
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მუნიციპალიტეტის სოციალური მუშაკი);