ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე მერის მერის მოადგილე ვალერი თოდუა, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი კახა შელია და შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გაზიფიცირებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 9 ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის აბონენტად დარეგისტრირება. მიმდინარე წლის აპრილის თვიდან ადმინისტრაციულ ერთულებში მოსახლეობა ეტაპობრივად შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. შეხვედრაზე მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს.