ლესიჭინეს ადმინისტრაციულ ერთეულში პროექტ - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია ჩატარდა

16 იანვარი, 2023

ლესიჭინეს ადმინისტრაციულ ერთეულში პროექტ - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია ჩატარდა. პროექტს ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები " გარემოს დაცვის სამინისტროსა და შვედეთის საელჩოსთან ერთად ახორციელებს. კონკურსი ,, სუფთა რეგიონი " საქართველოში მეშვიდე წელია ტარდება. წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, კერძოდ, ლესიჭინეს ადმინისტრაციული ერთეული პირველად ჩაერთო აღნიშნულ კონკურსში საქართველოში ყველაზე ,, სუფთა სოფელი" სტატუსის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის წარმომადგენელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა , ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილომოწყობის სამსახურის, საბავშვო ბაღების, საჯარო სკოლების, ეკო კლუბის, ლესიჭინეს სპორტ სკოლის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად მიიღეს. აქცია ,, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ საკოორდინაციო საბჭოს წევრ თამთა ჭითანავას ორგანიზებით გაიმართა.

 

გააზიარე