“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

11 მარტი, 2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ლესიჭინეში, ახუთში, კირცხსა და ლეწურწუმეში გაიმართა. მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ დასახლებაში დასაფინანსებელ პროექტებს ხმათა უმრავლესობით თავად მოსახლეობა ირჩევს. აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების, საგზაო ინფრასტრუქტურის, სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, წისქვილების რეაბილიტაცია დაასახელეს. მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე