ტრადიციული ღონისძიება "ხაბუმელობა"

12 აგვისტო, 2022

დღეს სოფელ ხაბუმეში ,,ხაბუმელობასთან“ დაკავშირებით, დღის მანძილზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

სპორტული აქტივობები მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. საპრიზო ადგილის მქონე გუნდები პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

,,ხაბუმელობა“ ტრადიცულად ყოველი წლის 12 აგვისტოს იმართება და მასში მონაწილეობას ადგილობრივებთან ერთად ჩამოსული სტუმრებიც ღებულობენ.

გააზიარე