ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა

18 April, 2022

დღეს დედამიწის დღის კვირეულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა.

დასუფთავების აქცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ კოორდინატორ თამთა ჭითანავას ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ცენტრალური ქუჩები, სკვერები, შურუბუმუს, ადმინისტრაციული შენობების, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები, გზებისა და მდინარის სანაპიროები.

აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის მოადგილეებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოხალისეებთან, სხვადასხვა ორგანიზაციის, სკოლების, სამსახურებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან ერთად მიიღეს.

კამპანია ,,დავასუფთავოთ საქართველოს“ ფარგლებში დასუფთავების აქცია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

გააზიარე