გენდერული საბჭოს შეხვედრა
6 აპრილს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ,,გენდერული საბჭო-ს" შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ამავე საბჭოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია უძღვებოდა. შეხვედრა გაცნობითი სახის იყო. შეხვედრაზე საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა საბჭოს როლზე, 2022-2024 წლის სამოქმედო გეგმაზე. საბჭოს წევრებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრის ბოლოს საბჭოს თავმჯდომარემ აქცენტი გააკეთა ,,ქალების გაძლიერებაზე" და მათ გააქტიურებაზე ჩვენს მუნიციპალიტეტში.