სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი კახა ფირცხელავა ზუმისა და ჭოღას ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ბეტონის გზის ,სახიდე გადასასვლელების, ნაპირსამაგრი ჯებირების, სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.