სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

27 სექტემბერი, 2021

 სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა , დევნილებმა, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღე.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

გააზიარე