საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩხოროწყუში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა

27 აგვისტო, 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ , სასულიერო პირებთან ერთად, ჩხოროწყუში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერეს.

სასულიერო პირებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ასევე დაათვალიერა ჩხოროწყუში კულტურის სახლი, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტენდერი გამოცხადებულია.

ჩხოროწყუს კულტურის სახლის რეაბილიტაციას სახელმწიფო 5 539 000 მილიონი ლარით დააფინანსებს.

გააზიარე