მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტის გაცემა მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტის გაცემა მიმდინარეობს დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ,,წითელი ჯვრის საზოგადოების“ ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა. აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. ჩხოროწყუს მერსა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და თანამშრომლებენ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო კალათის გაცემა პერიოდულად ხორციელდება.