2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი კობა წურწუმიას დაღუპვიდან 13 წელი გავიდა

9 აგვისტო, 2021

დღეს 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი კობა წურწუმიას დაღუპვიდან 13 წელი გავიდა. კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ – საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოს ,საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. კობა წურწუმია მშობლიურ სოფელში, ლეწურწუმეშია დაკრძალული. კობა წურწუმიას საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილე გუნდების წევრებმა. კობა წურწუმიას ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთდროული ფულადი დახმარება 1500 ლარი გადაეცა.

გააზიარე