მოწყვლად ჯგუფებს მოახლოებული უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული - აღდგომა მიულოცეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოწყვლად ჯგუფებს მოახლოებული უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული - აღდგომა მიულოცა. შეჭირვებულ ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახლში ესტუმრა და მათ სააღდგომო ნობათი გადასცა. სხვადასხვა სახის პროდუქტისგან შემდგარ სააღდგომო ნობათს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 120 ოჯახი მიიღებს.