ტრენინგი ,,ჰიგიენა, უსაფრთხო წყალი და სანიტარია“ თემაზე

25 May, 2021

✔ დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის“ წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის თემაზე: ,,ჰიგიენა, უსაფრთხო წყალი და სანიტარია“ - ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები გაეცნენ პანდემიის დროს პირადი დაცვის საშუალებების სწორად და მიზნობრივად გამოყენების მნიშვნელობას, ჰიგიენის დაცვის აუცილებლობას და COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ არსებულ პრევენციულ ღონისძიებებს. ასევე, მიიღეს ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და რეკომენდაციების დაცვა დაავადებათა გავრცელების აღმოსაფხვრელად. ტრენინგში მონაწილე ადგილობრივ ახალგაზრდებს ასევე გადაეცათ პირველადი ჰიგიენის მოხმარების სასაჩუქრე ნაკრები. პროექტი COVID-19 პანდემიის პირობებში ახალგაზრდებსა და მოზარდებში ჰიგიენის დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სანიტარული პრაქტიკების საკითხებზე ცნობადობის ამაღლების, ასევე ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით 23 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი“ უკვე 10 წელზე მეტია მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის ახდენს მოხალისეობის პოპულარიზაციას, შესაბამისი პროგრამების დანერგვას, მართავს საგანმანათლებო და კულტურულ ღონისძიებებს, აქტიურად ახორციელებს სოციალურ და მოხალისეობრივ პროექტებს . პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

გააზიარე