კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

21 ივნისი, 2021

✔️დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. სოფელ კირცხში 3- კილომეტრიანი ბეტონის გზა იგება. პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე არხი. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 225 000 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია. სამუშაოები მიმდინარე თვეში დასრულდება. სამუშაოებს სს ,,არქეოპოლისი“ ასრულებს.

გააზიარე