ხელისუფლების წარმომადგენლები მიმდინარე პროექტებს გაეცნენ

10 ივნისი, 2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მოადგილეებთან ერთად, სოფელ ახუთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. სოფელ ახუთში, (მეორე ახუთი) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბეტონის საფარით რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ბიუჯეტი 2 908 000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მდინარე ზანაზე ასევე ეწყობა ნაპირსამაგრი ჯებირები. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ახუთში შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და იქ არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ასევე იმყოფებოდნენ სოფელ ლეწურწუმეში სადაც მოსახლეობას წყლის პრობლემა მოუგვარდა, პრობლემის შესახებ ადგილობრივებმა გასულ წელს სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრაზე განაცხადეს.

გააზიარე