სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდა

9 ივნისი, 2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა , მერის მოადგილეები , მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებზე ისაუბრეს. ალექსანდრე მოწერელიამ თავის მოადგილეებთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსებთან, მუნიციპალიტეტის მერთან და პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიასთან ერთად განიხილა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. საუბარი შეეხო ასევე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით გატარებულ სამუშაოებს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა.

გააზიარე