ჩხოროწყუს მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

11 ოქტომბერი, 2019

ხელისუფლების წარმომადგენლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. დღეს სოფელ ლესიჭინეს, თაიას, ზუმისა და მუხურის მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა , საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა და სხვა ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. ადგილობრივებმა მადლიერება გამოთქვეს შესრულებული და მიმდინარე პროექტების გამო, ხელისუფლების წარმომადგენლებს ღიად ესაუბრნენ სოფლებში არსებულ საჭიროებებზე და მათ პრობლემების მოგვარება სთხოვეს. მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტად გაზიფიცირება,სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასახელა. შეხვედრაზე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ტყეკაფის გამოყოფის საკითხიც განიხილეს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყო ტყეკაფი, სადაც მოსახლეობა უპრობლემოდ შეძლებს საშეშე მასალის მოპოვებას. საუბარი შეეხო ასევე სოფლის მეურნეობის პროგრამებს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს და პრობლემების დროულ მოგვარებას დაჰპირდნენ მათ.

გააზიარე