ღია შეხვედრები მოსახლეობასთან

12 ოქტომბერი, 2019

დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღია შეხვედრები ქალაქ ჩხოროწყუს, ჭოღის, ქვედა ჩხოროწყუსა და ნაკიანის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გამართეს. ადგილობრივებს წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა , საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა და სხვა ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ, მათგან სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ მოისმინეს და მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრეს და ადგილობრივებთან ერთად განიხილეს მომავალი წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები. სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად გაზიფიცირება,წყალმომარაგების და შიდა გზების მოწესრიგება, ასევე, სანიაღვრე არხების მოწყობა გამოიკვეთა. მოსახლეობამ ასევე მოითხოვა საშეშე მერქნის მოპოვების გამარტივება. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყო ტყეკაფი, სადაც მოსახლეობა უპრობლემოდ შეძლებს საშეშე მასალის მოპოვებას. ამ კუთხით ჯერ კიდევ არსებული პრობლემები , ეტაპობრივად, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდება. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ , აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ ჩხოროწყუში გაზიფიცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

 

გააზიარე