მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა , საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა და სხვა ხელმძღვანელი პირები დღეს კირცხის,ლეწურწუმეს,ქალაქ ჩხოროწყუს (საროდონაიოს უბანი) და ახუთის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლებში მთავარ საჭიროებად შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება,საშეშე მერქნის მოპოვების გამარტივება, ხიდ-ბოგირების,სანიაღვრე არხების,სპორტული მოედნების, გარე განათების,მოსაცდელების მოწყობა, წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების საკითხები დასახელდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. შეხვედრების მთავარი მიზანია, როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ბიუჯეტი ისე დაიგეგმოს, რომ ადეკვატური იყოს იმ გამოწვევების, რომლებიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია. მოსახლეობასთან შეხვედრების დასრულების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ ჩხოროყუში მშენებარე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი დაათვალიერეს.