მერი სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

3 სექტემბერი, 2019

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მალანიამ სოფელ ნაფიჩხოვოს ლედარსალესა და ხანწკის უბნის საბაზო სკოლებში დაათვალიერეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 360 000 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა ნაწილობრივ რეაბილიტირდება. სამუშაოები მოიცავს შენობის გადახურვას, სველი წერტილების, იატაკის, ჭერის, კარ-ფანჯრების რეაბილიტაციას, კოსმეტიკური სამუშაოების ჩატარებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

 

გააზიარე