შეხვედრაზე დევნილთა საჭიროებები განიხილეს

10 სექტემბერი, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,მერის მოადგილე ვალერი თოდუა , იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა განყოფილების უფროსი გელა ვეკუა, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რეზო ქობალიას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის ,ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე მანუჩარ ჩილაჩავას და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილების საჭიროებები, მათი პრობლემები, სახლში ესტუმრნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ ყოფით პირობებს ადგილზე გაეცნენ. სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს,რომ აღნიშნული ოჯახების საჭიროებებს დეტალურად შეისწავლიან და კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტენ მათ პრობლემებს.

გააზიარე