მუნიციპალიტეტის სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

12 სექტემბერი, 2019

საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკი (ნუკრი) ხასიამ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ ქვედა ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლაში დაათვალიერეს, სადაც შენობის გადახურვა მიმდინარეობს. აღნიშნულ სკოლაში ასევე მოეწყო 2 საკლასო ოთახი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 360 000 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა ნაწილობრივ რეაბილიტირდება. სამუშაოები მოიცავს შენობის გადახურვას, სველი წერტილების, იატაკის, ჭერის, კარ-ფანჯრების რეაბილიტაციას, კოსმეტიკური სამუშაოების ჩატარებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

გააზიარე