მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

19 სექტემბერი, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუმ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ვალერი თოდუა, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს სატყეო უბნის უფროსი რობერტ ხარებავა, მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გია ცირამუა. თათბირზე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ტყეკაფის გამოყოფის საკითხი განიხილეს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა ტყეკაფი, სადაც მოსახლეობა შეძლებს საშეშე მასალის მოპოვებას. შეხვედრაზე განიხილეს ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. მერმა სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსისა და მერის წარმომადგენლებისგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია სოფლებში ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე და დასრულებული ღონისძიებების შესახებ. გია ცირამუას ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებულია პირველ ეტაპზე კონკრეტული უბნების თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავება. სოფლებში ცივი შესხურებით ,,მოიზიდე და გაანადგურე " სადგურების დამუშავება გრძლდება. ასევე აზიური ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დასაცავად მუნიციპალიტეტის სოფლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მობილური მანქანა-ლაბორატორია მოემსახურება. მოძრავი ლაბორატორია აღჭურვილია საველე სამუშაოებისათვის საჭირო უახლესი თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით. მობილური ლაბორატორიის მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ადგილზე შეამოწმოს მცენარეების ნიმუშები და მავნებლების ან სხვა დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტოს ფიტოსანიტარი სპეციალისტებისგან მიიღოს რეკომენდაციები საკარმიდამო ნაკვეთებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. თათბირზე სხვა აქტუალური საკითხებიც განიხილეს.

გააზიარე