27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, დევნილებმა,ა(ა)იპ-ების ,საჯარო სკოლების, საზოგადოებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. დაანთეს სანთლები და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღე. ქალაქ ჩხოროწყუსა და აფხაზეთის #10 საჯარო სკოლების მონაწილეობით მემორიალთან ჩატარდა 27 სექტემბრისადმი მიძღვნილი მხატვრულ - ლიტერატურული კომპოზიცია.