26 წელი სოხუმის დაცემიდან
1993 წლის 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა, მას შემდეგ 26 წელი გავიდა... ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრში აღმართული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ნათელ ხსოვნას პატივი მიაგეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ, თავმჯდომარის მოადგილემ კობა ჯიქიამ, მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, დევნილმა პირებმა, ა(ა)იპ-ების ,საჯარო სკოლების, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, აფხაზეთიდან დევნილმა ლალი ნარმანიამ.მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ნათელ ხსოვნას, დაანთეს სანთლები. აფხაზეთის N10 და ქალაქის N1 საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით მემორიალთან ჩატარდა მხატვრულ - ლიტერატურული კომპოზიცია.