სოფელ ნაფიჩხოვოში საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ სოფელ ნაფიჩხოვოში ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ სოფელში სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს. ხიდის სიგრძე 12, ხოლო სიგანე 5 მეტრია. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნულ ადგილას არსებული ხიდი სტიქიის შედეგად დაზიანდა და მოსახლეობას გადაადგილება შემოვლითი გზებით უწევდა. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 218 000 ლარით ფინანსდება.