კობა წურწუმიას სახელობის ტურნირი დასრულდა

8 აგვისტო, 2019

დღეს დასრულდა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გარდამავალ თასზე მინი-ფეხბურთში. ტურნირში მუნიციპალიტეტის 13 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს ჭოღის და ლეწურწუმეს გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი ადგილი მოიპოვა ლეწურწუმეს გუნდმა, რომელსაც გადაეცა კობა წურწუმიას სახელობის გარდამავალი თასი და ფულადი პრიზი 450ლარი, მეორე ადგილზე მყოფ ჭოღის გუნდს 400 ლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელ ხაბუმეს გუნდს 350 ლარი გადაეცა. საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდები ასევე დიპლომებით დაჯილდოვდნენ. გამოვლინდნენ და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ საუკეთესო ფეხბურთელს, მეკარესა და ბომბარდირს. გუნდებს გამარჯვება მიულოცა და პრიზები სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გადასცა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ. ტურნირი მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

გააზიარე