გრიგოლიას ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება

27 ივნისი, 2019

ქალაქ ჩხოროწყუში, გრიგოლიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.  ამ ეტაპზე დასრულდა გზის მოხრეშვითი სამუშაოები.მიმდირე კვირას დაიწყება ასფალტის საფარის დაგება.  აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა.  სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.  ასევე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლესელიძეს, მშვიდობისა და ლექვარცხეს ქუჩებზე მიმდინარეობს.

გააზიარე