ქალაქ ჩხოროწყუში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა

29 ივნისი, 2019

28 ივნისს, ღამის საათებში,ხანძრის შედეგად ქალაქ ჩხოროწყუში მცხოვრებ ბადრი ფირცხელავას ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ვერ მოხერხდა საოჯახო ავეჯისა და ტექნიკის გადარჩენაც. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილების 2 და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 1 ეკიპაჟი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპურტატი ჯანო პერტაია. დათო გოგუას განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახს ,,ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამის“ ფარგლებში 5 000 ლარს ჩაურიცხავს. ასევე, ბადრი ფირცხელავას გადაეცემა ხე მასალა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

გააზიარე