სტიქიის შედეგებს მერი ადგილზე გაეცნო

29 ივნისი, 2019

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადიდდა მდინარე ოჩხომური,კალაპოტიდან გადმოვიდა ღელეები,რის შედეგადაც დაიტბორა სახნევ - სათესი სავარგულები,ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები ჩამოშლილია ნაპირსამაგრი ჯებირები. სტიქიის შედეგად, ძირითადად,ზიანი მიადგა სოფლებს: ნაფიჩხოვოს,ჭოღას,ნაკიანს,მუხურს,ქვედაჩხოროწყუს,თაიას. ნაფიჩხოვოში მოსახლეობა ნაპირსამაგრი ჯებირისა და სანიაღვრე არხის მოწყობას ითხოვს. სტიქიის ზონაში მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა და შეხვდა მოსახლეობას. ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას და დაზარალებულებს შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

გააზიარე