ნაფიჩხოვოში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ ნაფიჩხოვოში მიმდინარე სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ნაფიჩხოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემის სათავე ნაგებობა კეთილმოწყობილია, ამჟამად აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, რისთვისაც საჭიროა სასმელი წყლის სისტემის დაქსელვითი სამუშაოების შესრულება. პროექტი რეგ.განვითარების ფონდის მიერ 412 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებში დასაქმებულია ადგილობრივი მუშა - ხელი. აღნიშნული პროექტის განხორციელებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოგვარდება სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა. სამუშაოებს შ.პ.ს. ,,კაპიტელი“ ასრულებს.