საკრებულოს კომისიის სხდომა
დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ჯონი ჯალაღონია უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ზაზა ხორავამ . კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გატანას.