შეხვედრა უმრავლესობის წევრებთან

19 ივნისი, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი უმრავლესობის სხდომას დაესწრნენ. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა უძღვებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გია ცირამუა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი დავით გახარია, რომლებმაც გააკეთეს განცხადება მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილ და მიმდინარე ღონისძიებაზე. მათი განცხადებით, მუნიციპალიტეტში ფაროსანასთან ბრძოლის მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს „ მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დამუშავებას, პარალელურ რეჟიმში თერმული ნისლით მუშავდება საკარმიდამო ნაკვეთები. სხდომაზე აღინიშნა ასევე, რომ გვალვის შედეგად რამდენიმე სოფელში დაზიანდა თხილის კულტურა. სხდომაზე გოჩა ჩიქოვანმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დეპუტატებისგან დეტალურად მიიღეს ინფორმაცია სოფელში არსებულ საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

გააზიარე