მერთან მოქალაქეთა მიღება გაიმართა

7 May, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. მოქალაქეებს დათო გოგუა ინდივიდუალურად შეხვდა. დეტალურად გაეცნო მათ საჭიროებებს, განიხილა განცხადებები და შესაბამის სამსახურებს მათზე დროული რეაგირება დაავალა. მოქალაქეთა განცხადებები, ძირითადად, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს შეეხებოდა. შეგახსენებთ, რომ მერთან მოქალაქეთა მიღება კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს იმართება. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში ,დათო გოგუა მათ ყოველდღიურად ხვდება.

გააზიარე