ოჯახის ექიმებთან შეხვედრა გაიმართა

23 May, 2019

დღეს საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა ბექა იოსელიანმა და უკა კილაძემ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ოჯახის ექიმებთან და მედდებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი კახა შელია და ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნინო ჯომიდავა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამეგრელო-ზემო სვანეთში ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის დაავადებათა ადრეული გამოვლინებისთვის საპილოტე პროგრამის განხილვა. საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა მედ.პერსონალს გააცნეს ის ცვლილებები, რაც პროგრამაში ექიმების მეტი ჩართულობით გამოიხატება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ასევე გასულ წელს ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს.

გააზიარე