ჩხოროწყუში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ (GHGA) ჩხოროწყუში ,,ფერმერთა მომსახურების ცენტრი” გახსნა. ცენტრის გახსნაში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს. ცენტრში შესაძლებელი იქნება თხილის კულტურის მოვლასთან დაკავშირებით სპეციალისტების უფასო რეკომენდაციების მიღება. ,,თხილის გადარჩენის პროგრამაში“ ჩართულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღრალი ხარისხის პესტიციდები შეღავათიანი პირობებით და ფასებით, მათ ადგილზე მოემსახურებიან კვალიფიციური კონსულტანტები. ,,თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ახორციელებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შპს ,,აგროჯორჯიას“ მხარდაჭერით, მომზადება გაიარეს აგრო-კონსულტანტებმა ,რომლებიც მოემსახურებიან თხილის მწარმოებელ ფერმერებს. პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ფერმერთა ჯგუფებს გადაეცემათ მაღალეფექტური შესაწამლი აპარატები ,რომელთა მეშვეობითაც მოხდება აგროტექნიკური ღონისძიებების ფარგლებში რეკომენდირებული წამლობის სამუშაოების მაღალ დონეზე ჩატარება. ფერმერთა მომსახურების ცენტრის გახსნას ადგილობრივი ფერმერები და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.