მერი მშენებარე ტაძარში პარაკლისს დაესწრო
8 თებერვალს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, დღეს ქალაქ ჩხოროწყუს დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარში პარაკლისი დეკანოზმა მამა ალექსანდრე (თოლორდავამ) გადაიხადა , რომელსაც მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტი მერი დათო გოგუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.