მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გაიმართა

9 იანვარი, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა. თათბირს ასევე ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერის მოადგილე ვალერი თოდუა და მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გია ცირამუა. თათბირზე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ განიხილეს, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. მოსახლეობის ჩართულობის, სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესაბამისი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ. პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე. სოფლის კრებები თებერვლის ბოლომდე დასრულდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 223 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა ადმინისტრაციულ ერთეულებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თათბირზე ასევე 2019 წელს მუნიციპალიტეტში მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები განიხილეს.

გააზიარე