მერმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან ერთად, სოფელ ლესიჭინეში, ოჩხომურის უბანში, სახიდე გადასასვლელის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები დაათვალიერა. სახიდე გადასასვლელის მშენებლობა 2018 წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს.