საკრებულოს მორიგი სხდომა

8 იანვარი, 2019

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა,რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა უძღვებოდა. სხდომაზე განხილულიქნა შემდეგი საკითხები: 1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის შესახებ.
მომხსენებელი გიორგი ახალაია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედაჩხოროწყუში მდებარე უძრავი ქონების ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის შესახებ.
მომხსენებელი კობა თოლორდავა - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო 
საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის შესახებ.
მომხსენებელი კობა თოლორდავა - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო 
საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
სხდომას საკრებულოს წევრების გარდა ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი კახა შელია .

გააზიარე