მერი დღეს ვოკალურ-ინსტრუმენტალური ბენდის კონცერტს დაესწრო

29 დეკემბერი, 2018

დღეს ქალაქ ჩხოროწყუს კულტურის სახლში, კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტალური ბენდის, ალეკო შენგელიასა და მეგობრების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. კონცერტს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი ჯანო პერტაია ესწრებოდნენ. ანსამბლი ჩხოროწყუელი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით უკვე მესამედ წარსდგა. კონცერტი, მერიის მხარდაჭერით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.

გააზიარე