მერმა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას საახალწლო ნობათი გადასცა

29 დეკემბერი, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და ქალაქ ჩხოროწყუს მაჟოროტარ დეპუტატ ჯანო პერტაიასთან ერთად , სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ მოსახლეობას სახლში ესტუმრა, მათ შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა. საახალწლო საჩუქრები მიიღეს ასევე ჩხოროწყუს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის აღსაზრდელებმა. სახალწლო ნობათი მუნიციპალიტეტში 100 ოჯახს გადაეცა.

გააზიარე