მერი სანტა კლაუსთან ერთად სამშობიარო სახლს ესტუმრა

31 დეკემბერი, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სანტა კლაუსთან ერთად, ჩხოროწყუს სამშობიარო სახლს ესტუმრნენ და მედ. პერსონალსა და მათ პაციენტებს შობა -ახალი წელი მიულოცეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ახალშობილი მართა პაპავაც მოინახულეს და მას სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მართა დღეს დაიბადა და ის, ამ დროისთვის, ჩხოროწყუს სამშობიარო სახლში 2018 წლის ბოლო ახალშობილია.

გააზიარე