დღეს პროექტ "ერთად მოვრთოთ ჩვენი ნაძვის ხის" ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამსახურისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე მორთეს. პროექტი მერიის, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.