გამწვანების აქცია სოფელ კირცხში

11 დეკემბერი, 2018

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსის- ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფარგლებში სოფელ კირცხის #1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა შინ მოუსვლელთა სკვერში გამწვანების აქცია მოაწყვეს და მარადმწვანე, წიწვოვანი მცენარეები დარგეს. გამწვანების აქციაში ეკოკლუბის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს წევრმა ვალერი იზორიამ და სკოლის დირექტორმა დიმონ არახამიამ. კონკურსის მიზანია სკოლებმა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღონ მონაწილეობა ,,მწვანე აქტივობებში" და განახორციელონ სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი აქტივობები. კონკურსი თებერვლის ბოლოს დასრულდება.

 

გააზიარე