მერიაში პროექტი "ასაკისა და განვითარების სკრინინგი" განიხილეს
ღეს კოალიცია ,,სოციალური რეფორმებისათვის" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, პროექტ "ასაკისა და განვითარების სკრინინგის" ხელმძღვანელი თამარ ფოფხაძე , ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლებს, საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდა და მათ აღნიშნული პროექტის მიზანი გააცნო. კოალიცია "სოციალური რეფორმებისათვის" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღში იწყებს პროექტის "ასაკისა და განვითარების სკრინინგის" განხირციელებას , რომელსაც პარტნიორობას უწევს მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის. პროექტი მოიცავს 2-დან 5 წლამდე 270 ბავშვის დიაგნოსტირებას ასაკისა და ეტაპების კითხვარის (ASQ)მეშვეობით, განვითარების ერთი ან რამდენიმე სფეროს ღრმა შეფასებისა და ფიზიკური, ან განვითარების პრობლემის ბუნების, ან ინტენსივობის დაგეგმვის მიზნით. გარდა ამისა, პროექტი გულისხმობს საჭირო სერვისების და მხარდაჭერის ხელმისაწვდომობის უზრუნველყიფას. პროექტში ჩაერთვება 2 სკრინინგ სპეციალისტი და მოწვეული იქნება ექსპერტ ფსიქოლოგი. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,მერის მოადგილე ვალერი თოდუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია, მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მარიზა ძერია.