საბავშვო ბაღებში საჩუქრების დარიგება გრძელდება

7 დეკემბერი, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი საბავშვო ბაღებში საჩუქრების დარიგებას აგრძელებს. ამ მიზნით, დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქიასთან და ა(ა)იპ ,, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების“ დირექტორ ბადრი ქებურიასთან ერთად, დღეს სოფელ ლესიჭინეს საბავშვო ბაღებს ესტუმრა და მათ სათამაშოები გადასცა. ასევე დათო გოგუა შეხვდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებს დაბაღებში არსებულ საჭიროებებს გაეცნო. ღონისძიება მერიის ორგანიზებითა და მეღვინეობა ,,ხარებას“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და საჩუქრებს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მიიღებს.

გააზიარე