ჩხოროწყუში მოსახლეობასთან შეხვედრები ,,კარდაკარ" გაიმართა

16 ნოემბერი, 2018

თხილის კულტურის მავნებლებთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერ დათო გოგუასთან და საკრებულოს თავმჯომარე ბესიკ ესებუასთან ერთად, მუხურის, ხაბუმესა და ჭოღის მოსახლეობას 6 უბანში შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თხილის მწარმოებელთა აგრო სპეციალისტები, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ფაროსანასა და თხილის სხვადასხვა სახეობის დაავადებასთან ბრძოლის ღინისძიებების შესახებ ინფორმაცია "კარდაკარის" პრინციპით გააცნეს. მხარის გუბერნატორსა და მუნიციპალიტრეტის ხელმძღვანელებს ადგილობრივებმა მავნებლისა და თხილის დაავადებებით გამოწვეული ზარალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სოფელში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს. ალექსანდრე მოწერელიამ მოსახლეობას მავნებლისა და თხილის დაავადებების წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. თხილის კულტურის მავნებლებთან ბრძოლის კამპანია ინტენსიურად მიმდინარეობს .პროექტის ფარგლებში, გუბერნატორი მოსახლეობასთან შეხვედრებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს.

გააზიარე