მერმა მედიკოსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

21 ნოემბერი, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მედიკოსებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამედიცინო დაწესებულებებში არსებული საჭიროებები გააცნეს, ცალკეული პროგრამების მიმდინარეობაზე მიაწოდეს ინფორმაცია და მათთვის აქტუალურ საკითხებზე განმარტებები მოისმინეს. ასევე, სოფლის საუბნო ამბულატორიების გათბობის საშუალებებითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა ითხოვეს. მერმა სამედიცინო სფეროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა, დათო გოგუამ აღნიშნა ასევე, რომ ის, შესაძლებლობების ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული პრობლემების დროულ მოგვარებაზე იზრუნებს. შეხვედრაზე გაკეთდა განცხადება მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების თაობაზე. ა(ა)იპ ,, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის“დირექტორ ნინო ჯომიდავას განცხადებით, 24 ნოემბერს, ს.ს. სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის“ ჩხოროწყუს ჰოსპიტალში მრავალპროფილურ სამედიცინო უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ პროფესიონალი და გამოცდილი სხვასდასხვა პროფილის ექიმები. ასევე ჩატარდება PAP და PSA ლაბორატორიული კვლევები. პაციენტების მიღება 10:00 საათიდან იწარმოებს.

გააზიარე